საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ხორავას საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი დარბაზიდან გაათავისუფლეს

personuser access_time11-01-2019, 17:02


ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიებად 5000 ლარის გირაო შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე 6-მდე მოწმე დაიკითხა. მოწმეთა შორის იყვნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია და მამა, თენგიზ კალანდია.

დ.ღ. ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2 არასრულწლოვნის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაშია. პირველმა ინსტანციამ მათ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა - ერთს დანაშაული სარალიძის განზრახ სხეულის დაზიანებით დაუკვალიფიცირა, მეორე კი სარალიძის ნაწილში სრულად გაამართლა, მაგრამ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

პარალელურ რეჟიმში იმართება პროცესი ხორავას საქმის გამოძიების ფარგლებში ჩადენილ კანონდარღვევებზე, მათ შორის იმ მოწმეების მიმართაც, რომლებმაც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს.

მკვლელობის საქმის გამოძიება ამით არ ამოწურულა და კვლავაც გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც უშუალოდ მინისტრი ხელმძღვანელობს.
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია