საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში პენსიას იღებს

personuser access_time11-01-2019, 17:38


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში პენსიას იღებს. ამის შესახებ მან პრეზიდენტობის საქმიანობის სამი კვირის მიმოიხილვისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მონახავს გარკვეულ ფორმებს, რომ მისი ეგიდით და საზოგადოებრივი პირების ჩართულობით, შეიქმნას ფონდი, რომელიც ქველმოქმედების და ნოვაციის ხელშეწყობის კუთხით იმუშავებს. პრეზიდენტის განცხადებით, ის ამ ფონდში საკუთარ ხელფასს გადარიცხავს:

" მე ვიღებ საფრანგეთისგან პენსიას, რაც სრულებით მეყოფა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გაუქმდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიონი ლარით განისაზღვრა.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია