საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ეკა ბესელია - ადვოკატის ეთიკა არასოდეს მაძლევდა უფლებას, რომ საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი, მათ შორის როგორც ადვოკატი ივანიშვილსაც ვიცავდი

personuser access_time14-01-2019, 15:00


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია არ აპირებს საჯაროდ დაუპირისპირდეს იმ ადამიანებს, ვისაც ის პირადად იცავდა, როგორც ადვოკატი. ასეთ პირთა შორის ბესელიამ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის არასოდეს მორიდებია საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.

„ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის ეთიკაც არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, რომ ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს ვისაც მე ვიცავდი, და მათ შორის ვიცავდი როგორც ადვოკატი ბიძინა ივანიშვილსაც. მე არ მიმაჩნია ღია და საჯარო დებატების თუ კონფლიტების გარეთ გამოტანა სწორად, მაგრამ არასოდეს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის ივანიშვილთანაც“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია