საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"ჩემი დარჩენა გადაწყდება იმის მიხედვით, ამ მოსამართლეებზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა"

personuser access_time14-01-2019, 15:08


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, იგი გუნდში არ დარჩება თუკი საკანონმდებლო ორგანო სკანდალური მოსამართლეების სიას დაამტკიცებს.

აღნიშნულის შესახებ ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ვინ წავა ვინ დარჩება და ესეთი მდაბიო შეკითხვები ჩემთვის უმნიშვნელოა. ჩემი დარჩენა გადაწყდება იმის მიხედვით, ამ მოსამართლეებზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, 2018 წლის მიწურულს საპარლამენტო წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომითეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მისი წასვლის მიზეზი იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების სია გახდა.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია