საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


“უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე გადაწყვეტილებას ეკლესია იღებს, სახელმწიფო კი ითვალისწინებს”

personuser access_time14-01-2019, 15:10


უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ საქართველოს ეკლესიამ უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფოც გაითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

„უკრაინასთან ჩვენს სახელმწიფოს უაღრესად ახლო ურთიერთობა გააჩნია. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა, ძალიან დიდი მეგობრობაა. უკრაინას რაც აწუხებს, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ არც ერთი მხარის ინტერესების დარღვევა არ მოხდეს, ყველა ნაბიჯი კარგად გაანალიზებული უნდა იყოს. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც მყისიერად და ემოციურად საუბარი შეიძლება. პირველ რიგში, ეს არის საპატრიარქოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა ის რელიგიურ საკითხს სცილდება, რადგან პოლიტიკური მდგენელიც არის. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, რაც არის სწორი. ანუ, გადაწყვეტილებას ეკლესია იღებს და სახელმწიფო ითვალისწინებს გადაწყვეტილებას. ეს არის რელიგიური და სამართლებრივ-პოლიტიკური საკითხი“ – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი მიმდინარე წლის 6 იანვარს გადასცა.скачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია