საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სიახლე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის - გორის მერიამ პროგრამას სამი ახალი მუხლი დაამატა

personuser access_time15-01-2019, 14:52


პირველად პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ის მოქალაქეებიც მიიღებენ დახმარებას, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 0 - დან 150 000 - მდე მერყეობს.

სოციალური ქულების ზედა ზღვარი 100 000 ერთეულით მხოლოდ სტუდენტებსა და სპორტსმენებს განესაზღვრათ. მერია ერთჯერად 500 ლარს სტუდენტებს სწავლის ღირებულების დასაფინანსებლად, სპორტსმენებს კი პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით ურიცხავს.

აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის დახმარების გაცემა აღარ იქნება დამოკიდებული სოციალური სარეიტინგო ქულების რაოდენობაზე. დიაგნოზის გათვალისწინებით, შესაბამისი მუხლით სარგებლობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.

2019 წელს პროგრამას 3 ახალი მუხლი დაემატა.

• მსჯავრდებულები, რომლებიც მიმდინარე წელს განთავისუფლდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რესოციალიზაციის მიზნით, ერთჯერადად დახმარების სახით 250 ლარს მიიღებენ.

• მერია გასული წლისგან განსხვავებით, ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან უზრუნველყოფს.

• მიმდინარე წელს იგეგმება როგორც სოციალურად დაუცველი, ასევე უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. პროგრამის მიხედვით, მოხდება ბენეფიციარების კაპიტალური ან დროებითი საცხოვრებლით დაკმაყოფილება.

გარდა ონკოლოგიური ავადმყოფებისა, 200-დან 300 ლარამდე გაიზარდა სხვადასხვა დაავადებების მქონე მოქალაქეების კვლევების ღირებულების დაფინანსება და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. გაიზარდა ასევე მიუსაფარი და უსახლკარო მოქალაქეების ქირით უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება. აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს მერია 80-ის ნაცვლად 100 ლარით დააფინანსებს (ყოველთვიურად).

გარდა აუტისტური სპექტრის მქონე პირებისა, პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიის ბენეფიციარები (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები, კანის ქრონიკული დაავადება, ჰიდროცეფალია, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება;) დახმარებას ასაკობრივი ცენზის გარეშე მიიღებენ. მიმდინარე წელს, პირველად აღნიშნული მუხლით იშვიათი დაავადებების მქონე პირებიც ისარგებლებენ (500 ლარი).

2019 წელს „სოციალური დახმარების გაცემის“ წესი 21 მუხლითაა წარმოდგენილი. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირირებულმა მოქალაქეებმა, პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია