საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


“ახალგაზრდა ხელოვანი“ -განათლების სამინისტროს პროექტი დასრულდა

personuser access_time16-01-2019, 11:56


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ახალგაზრდების მიერ შექმნილი კალენდრის და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის არის განკუთვნილი. ღონისძიების ფარგლებში, ნახატების გამოფენა მოეწყო, სადაც კონკურსის მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, ლიტერატურული კონკურსის რჩეულებმა - ანდრია კიკონიშვილმა და ელენე არაბულმა კი, საკუთარი მოთხრობები წაიკითხეს.

საღამო ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ შეაჯამა. მან კონსულტანტებსა და ცენტრის თანამშრომლებს პროექტის სრულყოფილად განხორციელება მიულოცა და მოზარდებს კარიერული წინსვლა უსურვა.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია