აფეთქება დიდ დიღომში: გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - დაშავებული 5 ადამიანიდან, სამი ბავშვია

სტატიის ავტორი

აფეთქება დიდ დიღომში - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ადამიანი, არიან დაშავებულები. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკაში ერთი დაშავებული შეიყვანეს. დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მან აფეთქების შედეგად სხვადასხვა სახის დაბეჟილობები მიიღო.

კლინიკაში სრული მობილიზებაა გამოცხადებული და ელოდებიან დამატებითი პაციენტების შემოყვანას.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან არასრულწლოვნებიც. იაშვილის კლინიკაში სამი ბავშვია გადაყვანილი, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული.

დიდ დიღომში, შემთხვევის ადგილზე, თბილისის მერი, კახა კალაძე მივიდა. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ნგრევის მასშტაბი საკმაოდ დიდია. მაშველები მოსახლეობის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ. გამოცხადდა ევაკკუაცია.

დაუზუსტებული ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებიდან რამდენიმე მოქალაქის გამოყვანას ვერ ახერხებს. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ. აფეთქება ახლადაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх