საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადარჩევა ვერ წარმომიდგენია,“ - ნინო წილოსანი არასამთავრობოების მოთხოვნაზე

personuser access_time21-01-2019, 15:25


„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობა არის სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარი, მათ შორის პარლამენტიდან არჩეული წევრებიც არიან, რომელთა გადარჩევა ვერ წარმომიდგენია, რა პრინციპით უნდა მოხდეს. მათ შორის არის ნაზი ჯანეზაშვილი და სხვა დანარჩენი. არ ვიცი რა შემთხვევაში შეიძლება გადახალისდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი „რეზონანსთან" საუბრისას.

საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახალისებას ითხოვს, სანამ უშუალოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის განხილვა განახლდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გასული წლის დეკემბერში საზოგადოებამ ნახა სამარცხვინო მოვლენა, როდესაც იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სიის ნომინირებას საქართველოს პარლამენტში. ეს იყო დემონსტრირება, რომ საბჭო აგრძელებს ძველ ტრადიციებში საქმიანობას და ცდილობს, გამოიყენოს საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც ამ მომენტში არსებობს.

„ამიტომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ამ პროცესის შეჩერებაზე, არამედ უფრო მნიშვნელოვანი მოთხოვნები გვაქვს - გადადგეს მოსამართლის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში.

„მეორე - სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ კლანის ლიდერმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძემ და მორჩილი მოსამართლის სიმბოლომ ლევან მურუსიძემ.

„ასევე აუცილებელია, რომ პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო ჩართულობით დაიწყოს დისკუსიები და მსჯელობა პროცედურებსა და კრიტერიუმებზე.

„და მეოთხე - სიის ნომინირება მოხდეს მხოლოდ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის განახლების შემდეგ," - განაცხადა სულხან სალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი იმ კრიტერიუმების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელთაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა აკმაყოფილებდნენ და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტს „კარგ სიას" წარუდგენენ.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მოსამართლეების წარდგენისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური პროცედურა და რაც მთავარია კრიტერიუმები, რომელსაც ეს მოსამართლეები უნდა აკმაყოფილებდნენ. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ მოსამართლეების საკმაოდ კარგი სია წარედგინოს პარლამენტს," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა საკმაოდ რთული და პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია