ბუნებრივი აირის გაჟონვის კიდევ ერთი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა - გარდაცვლილია ორი ადამიანი

სტატიის ავტორი

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

,,დიანიუსისთვის" ცნობილია, რომ აღნიშნულ დასახლებას გაზით შპს ,,ვარკეთილაირი" ამარაგებს.


წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა არასწორად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.


როგორც ,,დიანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გარდაცვლილები 1950 და 1947 წელს დაბადებული მამაკაცები არიან.


უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 240 პრიმა მუხლით აღიძრა, რაც გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.


ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх