საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სახალხო დამცველი ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდა

personuser access_time22-01-2019, 18:08


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი და ის საკანონმდებლო წინადადება იყო, რომელიც საბჭოს არამოსამართლე წევრებმა მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით მოამზადეს. ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა სახალხო დამცველს ​შესთავაზეს, რომ აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში. მათი წინადადების მიხედვით, უნდა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დროს სარეკომენდაციო მოსაზრებას მოამზადებს. არამოსამართლე წევრებს მიაჩნიათ, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნულ საბჭოში წარმომადგენელი სახალხო დამცველსაც უნდა ჰყავდეს.

ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს, როგორც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ასევე იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში.

სახალხო დამცველს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებებიც აქვს.

„ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად ღია უნდა იყოს საბჭოში მოსამართლეთა კანდიდატების მსურველების ნომინაციების მიღების პროცესი და ყველა მოსამართლეს და არამოსამართლე პირს უნდა შეეძლოს მსგავსი ტიპის კონკურსში მონაწილეობის მიღება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში უნდა გაიზარდოს საბჭოს უმცირესობაში მყოფი საბჭოს წევრების როლი და პარლამენტს უნდა წარედგინოს არა მხოლოდ უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატები, არამედ უმცირესობაში მყოფი წევრების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებიც.

მნიშვნელოვანია, ინტერესთა კონფლიქტები დარეგულირდეს საბჭოში და საბჭოს ის წევრები, რომელთაც სურვილი აქვთ, გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, არ აძლევდნენ საკუთარი ან კონკურენტების წინააღმდეგ ან მხარდასაჭერად. ეს არის ის სამი საკითხი, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ბევრი რეფორმა არის გასატარებელი, წინ გველოდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი, რაც ასევე, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია