გორის ვიცე-მერმა გელა კაპანაძემ თანამდებობა დატოვა- სამსახურიდან მიდის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსიც

სტატიის ავტორი

გორის ვიცე მერმა გელა კაპანაძემ თანამდებობა დატოვა. კაპანაძემ მუნიციპალიტეტის მერს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით წერილობით უკვე მიმართა. რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, რადგან გელა კაპანაძე dianews.ge-ის ზარებს არ პასუხობს. რაც შეეხება გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს რომ გელა კაპანაძე სხვა სამსახურში გადავა.

უცნობია რატომ მიიღო მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. გორის მერია ცოტა ხნის წინ დატოვეს სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ჯალაღანიამ და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვცილმაც.



გავრცელებული ინფორმაციით, მანველიშვილის წავსლა მერიასთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც სამქოალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ადმინისტრაციის უფროსმა, თავზე ნაგვის ურნა ჩამომახო. ხოლო კაპანაძის და ჯალაღანიას წასვლა, გასულ წელს ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

აღასანიშნავია, რომ ადგილობრივი მედია მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე დიდი ხნის წინ საუბრობდა. თუმცა, გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებდა რომ ყოველივე ეს, სიცრუე იყო.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








0
თარიღი: 24-01-2019, 12:10
0
1 214

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх