“ახალი წლის ჯადოსნური ღამე ჟირაფ ჟოზესთან ერთად” - საბავშვო სპექტაკლს ერისთავის თეატრი მასპინძლობს

სტატიის ავტორი

“ჟირაფი ჟოზე“ ბავშვებთან შესახვედრად გორში ჩამოვიდა. 25 იანვარს წარმოდგენა ორჯერაა დაგეგმილი. 13 საათსა და 15 საათზე.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობები და ჟოზე, გორის ერისთავის თეატრში, უკვე ნაცნობ და საყვარელ სპექტაკლს -
“ახალი წლის ჯადოსნური ღამე ჟირაფ ჟოზესთან ერთად” წარმოადგენენ.


ზღაპარი მოგვითხრობს, ერთ ჩვეულებრივ ოჯახზე, სადაც ახალ წელს ელოდებიან. ზღაპრული პერსონაჟები კი, ცდილობენ დღესასწაულის ჩაშლას. სპექტაკლის ფინალურ და ყველაზე უფრო ლამაზ ნაწილში, სცენაზე ყველასათვის ცნობილი ქართული ანიმაციური გმირი “ჟირაფი ჟოზე“ჩნდება , რომელიც სიყვარულს გადასდებს ყველას და ახალი წელიც მოვა.

წარმოდგენაზე დასწრება შეუძლიათ მაყურებლებს 3 წლის ასაკიდან. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პატარა მაყურებელს, ფოიეში მათი საყვარელი ზღაპრის გმირები შეეგებებიან.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх