ბავშვობა ძველად და ახლა - რა გავლენა მოახდინა მოზარდებზე თანამედროვე ტექნოლოგიებმა

სტატიის ავტორი

"ნიშხა-ნიშხა, ბარბარუკა..."

"წრეში ბურთი ვის უნდა?
-არჩევანი!
- არადანი"!

"...ვიხილები და მოვდივარ! სტუკა! ახლა შენ იხუჭები, ჩვენ კი ვიმალებით " !

"ჩვენი უბნის გუნდი, თქვენსას სჯობია, ამაში სულ მალე დარწმუნებით. ბადე გაშალეთ და შევეჯიბროთ"!

"ამის პატრონმა რა ჰქნას"?!

ეს მხიარული შეძახილები წარსულიდანაა - ჩვენი ბავშვობიდან. იმ წლებიდან, როდესაც არც შუქი იყო და არც გაზი. ზამთარში ყველა სახურავიდან შეშის ღუმელის კვამლი ადიოდა, თუმცა, ადამიანები ბედნიერად ცხოვრებას მაინც ახერხებდნენ.
თანამედროვე ტექნოლოგიები განვითარებული არ იყო, მოზარდები კი, თავისუფალ დროს არაჩვეულებრივად ატარებდნენ.
და, რაც მთავარია, ციფრულ ტექნიკასთან მიჯაჭვულობის ნაცვლად ლაშქრობებზე დადიოდნენ. ეზოებში სხვადასხვაგვარად თამაშობდნენ. დაღლილები და გახვითქულები გამარჯბებას ზეიმობდნენ.
ძველი თაობის ბავშვები დასასვენებლად ხშირად დადიოდნენ. მათთვის პრობლემას არც სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებლებთან დამეგობრება წარმოადგენდა.

"ვინ იცოდა კომპიუტერი ან ანდროიდის პროგრამით დატვირთული ბოლო მოდელის მობილური ტელეფონი. საერთოდ რად გვინდოდა? აივნებიდან ან ფანჯრებიდან ერთი გადახედვა იყო საჭირო ეზოში და ზეპირად ვიცოდით ვისი სამეგობრო სად იყო. ჩემი აზრით, ბავშვობა ძველად ბევრად უფრო ლაღი იყო. უდარდელები და მხიარულები ვიყავით. თანამედროვე ბავშვები განვითარდნენ, თუმცა, კარგ განწყობაზე მათი ნახვა იშვიათია. მიეჯაჭვნენ ოთახებს, ტექნიკას და ჰაერზე გასვლაც კი ეზარებათ. მათი სამყარო ვირტუალური გახდა"- მიყვება ნინო, რომელიც ე.წ. 90- იანების თაობას წარმოადგენს.

ლაღად ატარებდნენ ბავშვობას სოფლადაც. ზამთარში ყინულზე სრიალით, ზაფხულში კი, მდინარეში ჭყუმპალაობით არ იღლებოდნენ. ბევ რად მხიარული იყო საღამო, როდესაც ადგილობრივი ახლგაზრდები ქალაქებიდან ჩასულ სტუმრებთან ერთად, უბნებში იკრიბებოდნენ და შუაღამემდე ათასგვარ ისტორიას უყვებოდნენ ერთმანეთს. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ხეტიალი ხიბლავდა და ქალაქსა თუ სოფლებში არემარეს ზვერავდა.

“ ყაზარაანთ უბანი"- ეს ქვახვრელის ერთი-ერთი უბანია, სადაც ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე. მართლაც რომ საუკეთესო, რადგან მახსოვს, ჟრიამულით გაჟღენთილი ბავშვობა. ჩემს მეგობრებთან ერთად, უბნის ცენტრში კონცერტებს ვმართვდით, ვმღეროდით, ვდგავდით სპექტაკლებს და ვცეკვავდით. მასზე დასწრება კი ამავე უბნის მაცხოვრებლებს, სულ რაღაც 20 თეთრად შეეძლოთ. მაშინ ჩემს უბანში 30 ბავშვი მაინც იყო, ყველას ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და სათამაშოდაც თითქმის ყოველ დღე გავდიოდით. ვხსნიდით ,,მაღაზიებს" სადაც ტალახისგან დამზადებულ პროდუქციას ვყიდდით. მახსოვს, ჩემი ბავშვობის ტრადიციაც, როდესაც უბნის ქალებთან და კაცებთან ერთად ბავშვები ყოველ საღამოს ცენტრში ვიკრიბებოდით და გიტარაზე ვუკრავდი - ერთად ვმღეროდით და კოცონს ამოფარებულები სოფლის მთავარ ამბებს განვიხილავდით. ეს ყველაფერი გაქრა - ჩემი უბანი დაცარიელდა. დღეს “ყაზარაანთ უბანში“ მხოლოდ ჩემი ბავშვობის რამდენიმე მეგობარი თუ ცხოვრობს. თუმცა ერთმანეთთან ისეთივე მჭიდრო კონტაქტი აღარ გვაქვს, რადგან ჩვენი კომუნიკაციის ფორმა შეიცვალა“-იხსენებს შოთიკო სადაღაშვილი.

რა ხდება დღეს? ქალაქის ქუჩები, უბნები და ეზოები ცარიელია. ბავშვების ჟრიამულის ხმის მოსმენა სანატრელად ექცა ადამიანს. მოზარდები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, რომ არ იყვნენ წასასვლელი, სახლებიდანაც კი არ გამოვლენ. ცალკე თემაა სტუდენტთა ყოფა. მათთვის განსატვირთი სივრცეები თითქმის არ არსებობს.

"მე არ მიყვარს უბანში გასვლა. მირჩევნია, რამე საინტერესო ფილმს ვუყურო მეგობრებთან ერთად ან თანამედროვე მსოფლიოზე შევიტყო რამე ახალი ინტერნეტით. აქტიურად ვსარგებლობ სოციალური ქსელებითაც. ელექტრონული ფოსტა რომ შევქმენი მე-5 კლასში ვიყავი, მას შემდეგ მოვიხმარ. ფიზიკურად სპორტის გაკვეთილზე ვიტვირთები. დანარჩენ დროს სახლში ვატარებ" მითხრა ლაზარე თაბაგარმა, რომელიც მე-8 კლასის მოსწავლეა.

ისინი, ვინც პარალელს ავლებენ ძველსა და ახალი თაობის ბავშვებს შორის, თანხმდებიან, რომ თანამედროვე მოზარდები მეტად განვითარებულები არიან, თუმცა ხშირად საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებენ. უფროსი თაობა კი, სიახლეებში ცოტა გაურკვეველი, მაგრამ მხიარულები და ცხოვრებაში ბევრად პრაქტიკულები არიან.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх