NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 83%, ნატოში შესვლას კი - 78% უჭერს

სტატიის ავტორი

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 83% ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს, 9% კი წინააღმდეგია.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, მას გამოკითხულთა 78% უჭერს მხარს, ხოლო 13% წინააღმდეგია.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) კვლევის საველე სამუშაო, საქართველოს მასშტაბით, 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა და პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 205 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

NDI საქართველოს ოფისი 2010 წლიდან ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პროგრამას. ამ კომპონენტის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებისა და გაზიარების გზით, მოქალაქეების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх