ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე დაკრძალეს

სტატიის ავტორი

ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდი მიმდინარეობდა. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ლევან ჩხაიძის ახლობლებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 21 იანვარს , ბუდაპეშტში, მეგობრებთან ერთად მოგზაურობისას გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება.

ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა „რადიო ჯაკოში“ დაიწყო. მოგვიანებით ის მუშაობდა ჟურნალისტად და წამყვანად ტელევიზიებში: „იმედი“, „მაესტრო“, „მე-9 არხი“, „იბერია“. ბოლოს კი ტელეკომპანია "პირველში" საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემა მიჰყავდა.

ავტორი:თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх