რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა გასვლითი სხდომა გორში გამართა

სტატიის ავტორი

სხდომას კომიტეტის წევრებთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, შიდა ქართლის გუბერნატორი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილა.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ და მისმა მოადგილემ მერაბ ქვარაიამ წარმოადგინეს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილები, რომლებიც მიზნად ისახავს აღნიშნული ორგანული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციას.

ქვარაიამ კომიტეტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე გააცნო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ„ საქართველოს კანონის შესრულების მიმდინარეობა. მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა ისაუბრეს, ორივე კანონის განხორციელების პროცესში გამოკვეთილი ხარვეზებისა და მათი აღმოფხვრის საჭიროებების შესახებ.

სხდომაზე შესაბამისმა უწყებებმა „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და „მუნიციპალური განვითარების ფინდის“ 2018 წლის შესრულების ანგარიში და 2019 წლის გეგმები წარმოადგინეს. ორივე ფონდის დაფინანსების ფარგლებში, 2018 წლის ხარჯვისა და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია, მუნიციპალიტეტების მასშტაბით მერებმაც წარმოადგინეს. კომიტეტის წევრების განცხადებით, შიდა ქართლი ერთ-ერთია საქართველოს იმ რეგიონებს შორის, რომლებმაც შეძლეს აღნიშნული ფონდებიდან მიღებული დაფინანსების მაქსიმალურად ათვისება.

შეხვედრის ბოლოს, შიდა ქართლის გუბერნატორმა სხდომის მონაწილეებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებები და გამოწვევები გააცნო.

სხდომის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა გორში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх