შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით კასპში 1 პირი დააკავა

სტატიის ავტორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ქ., ქურდობისა და ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ბრალდებებით, კასპში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ კასპში მოქალაქეს კუთვნილი მობილური ტელეფონი მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული ნივთი და ცივი იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი მიმდინარეობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх