საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


შსს-მ სხვადასხვა ქალაქში 10-მდე სავაჭრო ობიექტის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია სამი პირი, მათ შორის - ერთი არასრულწლოვანი

personuser access_time31-01-2019, 11:26


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში სამი პირი დააკავეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბორჯომსა და ქუთაისში 10-მდე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებულმა ლ.ჯ.-მ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ორმა პირმა – 2000 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ და 2003 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 21 იანვარს ქალაქ ბორჯომში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომში ჩადენილი დანაშაულის გარდა, არასრულწლოვანმა მ.ჯ.-მ, თანმხლებ პირებთან ერთად, ქუთაისში ექვსი სავაჭრო ობიექტი გაქურდა. ისინი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს და ფულს იპარავდნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილს ტოვებდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, პოლიციამ სამივე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 იანვარს ქუთაისში დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია