თავდაცვის ძალებში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა

სტატიის ავტორი

საქართველოს თავდაცვის ძალებში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.
ტურნირის ჩემპიონი II ქვეითი ბრიგადა ორ წონით კატეგორიაში - 61 და 97 კგ-ში გახდა. მათ ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გამარჯვებულები ასევე, ყველა წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ.

ტურნირი ჭიდაობაში რვა წონით კატეგორიაში - ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობისთვის სამხედრო მოსამსახურეები ქვედანაყოფებში შიდა ტურნირის საშუალებით შეირჩნენ.

შეჯიბრს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მსაჯები უძღვებოდნენ.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








0
თარიღი: 31-01-2019, 15:55
0
735

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх