საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა - სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

personuser access_time2-02-2019, 22:23


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 16 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ლალი ვალაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც "პრაიმტაიმს" საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, პაციენტს აქვს თავის ტვინის მძიმე დაზიანება. ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ლალი ვალაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევა 31 იანვარს ღამე მოხდა. შემთხვევის შედეგად ვალაშვილის გარდა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი მოათავსა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის თელავში, ავთანდილ ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


შენიშვნა: ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს

წყარო: პრაიმტაიმიскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია