გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია

სტატიის ავტორი

გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია.

მსახიობის გარდაცვალება პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში. სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველის და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх