საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


CO-ს დაგროვებით დაიღუპული ძმების ოჯახი დაკრძალვის დღეს გაქურდეს

personuser access_time6-02-2019, 15:03


თბილისში გაზის ნამწვის დაგროვების შედეგად გარდაცვლილი ძმების, ვახტანგ და ბადრი ყაზიშვილების ოჯახს შესაწევრის სახით აღებული თანხა, იმ დროს მოპარეს, როდესაც შვილებს ასაფლავებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მათმა მეზობლებმა დაადასტურეს. მოპარულია 300 ლარი.
ყაზიშვილები გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ.
საქმეზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხ­ლის მე-3 "ბ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


“როგორც გავიგეთ, ოჯახს ბიჭების დამსაქმებელმა გარკვეული თანხა ჩაურიცხა. ალბათ ქურდს იმედი ჰქონდა, სახლში ექნებოდათ სრულად ფული. ოჯახი იმაზე წუხს, რომ ასეთი რამ იკადრა ვიღაცამ, ასე რთულ ვითარებაში. წუხელის იყო პოლიცია მოსული, ძაღლებიც მოიყვანეს და ანაბეჭდები აიღეს ჩანთიდან და საფულეებიდან. მეზობელს კამერები უყენია და მათი ჩანაწერებიც ამოუღიათ. იმედია მალე იპოვიან და სათანადოდ დაისჯება ასეთი, ზნედაცემული ქცევისთვის“-ამბობენ, კაზიშვილების მეზობლები.

ავტორი თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია