,,რაც ხურვალეთში ხდება, არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა"- ქეთევან ციხელაშვილი

სტატიის ავტორი

რაც ხურვალეთში ხდება, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ხურვალეთთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„საუბედუროდ, 2008 წლის ღია სამხედრო ოკუპაციის შემდეგ, საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ასეთი ხელოვნური ბარიკადების მშენებლობა გრძელდება. ე.წ საგუშაგო თუ მავთულხლართების მონაკვეთები, ეს ყველაფერი არის ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს განსაკუთრებით ცინიკურია იმ ვითარებაში, როცა ცხინვალის მიმართულებით ერთადერთ ე.წ. გადასასვლელ პუნქტზე შეზღუდულია მოძრაობა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალგორში მცხოვრები ქართველებისთვის, არამედ ოსებისთვის. ისედაც 80 პროცენტით დაცარიელებული ცხინვალის მოსახლეობისთვის საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზას გადაკეტა“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმი „ახლა ე.წ. საგუშაგოებს ამონტაჟებს, რომ ზეწოლა გააძლიეროს და კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს, რამდენი ჩვენი ოსი მოსახლე ცდილობს გადმოლახოს საოკუპაციო ხაზი კონტროლირებად ტერიტორიაზე“.

„სრულიად მორიდების გარეშე, მაგათი „სპუტნიკი“ აცხადებდა იმას, რომ მიმდინარე წელს 40 ადამიანი დააკავეს და ბუნებრივია, მათგან 90 % არიან ადამიანები, რომლებიც ცხინვალის რეგიონიდან ცდილობენ გადმოვიდნენ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის და ამაზე მეტი ცინიზმი, ფაქტობრივად წარმოუდგენელია“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

„შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც პატრულირებს მხოლოდ ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან სამწუხაროდ, არ ეძლევათ საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის. რა თქმა უნდა, ინფორმირებული არიან თანათავმჯდომარეები, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ახლა იმყოფება საქართველოში.

ხვალ არის ერგნეთში ჩანიშნული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა. ბევრ სხვა მწვავე საკითხთან ერთად, ეს უახლესი ეპიზოდები, რომელიც პირდაპირ მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებს, იქნება დაყენებული“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх