საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარება შეუძლია - "აკრძალვა მოხსნილია"

personuser access_time8-02-2019, 18:36


საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია, - ამის შესახებ მამა ანდრიამ განაცხადა, რომელიც საპატრიარქოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის მიერ არის მიღებული. საუბარია იმაზე, რომ მღვდელმსახურს შეუძლია აზიაროს. მღვდელმსახურში იგულისხმება როგორც მღვდელი, ასევე მღვდელმთავარი. ასე რომ, ამ განცხადებით ეს აკრძალვა არის მოხსნილი. რადგანაც მამა გიორგის ბრალეულობის გარშემო დამოკიდებულება არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ თავად გადაწყვიტოს იმ სასულიერო პირმა ზიარების საკითხი. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სულიერი პასუხსმგებლობა, რომელსაც ესა თუ ის სასულიერო პირი იღებს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ვინ აზიაროს და ვინ არა. საუბარი არ არის არანაირ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ აქ აჟიოტაჟი ზედმეტადაა შემოტანილი", - განაცხადა მამა ანდრიამ.

საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია