საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ახალაგაზრდებმა გორში ჯიხურების მინები დააზიანეს და სამეთვალყურეო კამერები მოიპარეს

personuser access_time8-02-2019, 18:39


გორის მუნიციპალიტიეტის ბალანსზე რიცხული ჯიხურების მინების დაზიანების და სამეთვალყურეო კამერების დაზიანება-ქურდობის საქმეზე შსს-მ ორი პირი ამხილა. ორივე მათგანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. არსებულ ინფორმაციას შსს პრესსამსახურში ადასტურებს. მოპარული აპარატურა პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან და ერთ-ერთი მხილებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს. „დიანიუსსი“ ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისა და წინასწარი ჯგუფის შეთანხმებით ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1887 მუხლის პიველი ნაწილით და 1997 მუხლის მესამე ნაწილის ა ქვე ეპუნქტით.
მსგავსი ტიპის დანაშაული 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია