ქვახვრელში რკინიგზის ბაქანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სტატიის ავტორი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სარკინიგზო ბაქანის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება სარკინიგზო ბაქანი და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 ადამიანზე გათვლილი მოსაცდელი დარბაზი.

ცნობისთვის, სარკინიგზო ხაზით, ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც აქტიურად სარგებლობენ. გორიდან, მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ ცენტრში, უფლისციხეში მოსახვედრად, ეს მარშრუტი უმოკლესი, კომფორტული და იაფი საშუალებაა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.
ქვახვრელში რკინიგზის ბაქანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх