საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,ეჭვი გვაქვს, რომ ,,ლედი" მოგვპარეს" - ქვახვრელში ,,კოკერის" ჯიშის ძაღლს ორ კვირაზე მეტია ეძებენ

personuser access_time9-02-2019, 19:43


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ორ კვირაზე მეტია ,,რუსული კოკერის" ჯიშის ძაღლს ეძებენ. როგორც მეპატრონე აცხადებს, ძაღლი სახლის ეზოში იყო და ისე გაუჩინარდა, რომ არავის დაუნახავს. ძაღლის მეპატრონეს ეჭვი აქვს, რომ ,,რუსული კოკერის" ჯიშის ძაღლი მოიპარეს.

,,ჭკვიანი ძაღლი იყო, ყველაფერი იცოდა და თავისით სახლის გარეთ არ წავიდოდა. მანქანაში უყვარდა ახტომა და შესაძლოა ვინმემ წაიყვანა. არავის არ დაუნახავს. ძაღლის მოპარვის ეჭვს კიდევ უფრო გვირღმავებს ის ფაქტი, რომ ზუსტად იმ დღით, რამდენიმე მეზობლის ძაღლიც დაიკარგა." - აცხადებს ძაღლის მეპატრონე თათუკა ჯანეზაშვილი.

თათუკა ჯანეზეაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ძაღლს დროულად არ დაუბრუნებენ ის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.

,,ეჭვი გვაქვს, რომ  ,,ლედი" მოგვპარეს" - ქვახვრელში ,,კოკერის" ჯიშის ძაღლს ორ კვირაზე  მეტია ეძებენ
скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია