საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან აქცია მიმდინარეობს

personuser access_time10-02-2019, 13:00


დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძე​მ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზის ზიარებასთან ერთად, მათ ახალი მოთხოვნა აქვთ – გიორგი მამალაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

„ჩემი ძმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება – ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა. ვიდრე ზიარების და გათავისუფლების მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე ჩვენი აქცია არ შეწყდება. საპატრიარქოსთან ვართ, რადგან სწორედ ეს შენობაა, სადაც ჩემი ძმის უკანონო პატიმრობა დაიგეგმა და საიდანაც ამის ბრძანება გაიცა“, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

აქციაზე მივიდნენ ზაზა სარალიძე, დაკავებულის ადვოკატები გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია