საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


“საკუთარ პრობლემებთან უყურადღებოდ დარჩენილი დევნილები“- ნინო ოქროპირიძის გზავნილი საზოგადოებას

personuser access_time10-02-2019, 14:49


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ადგილნაცვალი ადამიანების, რთული ცხოვრება უცხო არავისთვისაა. პრობლემები კი, რომლების წინაშეც ისინი დგანან, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
Dianews. ge გთავაზობთ წერილს, რომელიც ორჯერ დევნილმა ნინო ოქროპირიძემ მოგვაწოდა.
მის ოჯახს საცხოვრებლის დატოვება ჯერ ცხინვალში, შემდეგ კი, სოფელ დისევში მოუწია. მე-11 წელია გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ.

წერილის ავტორმა, მოკლედ ასახა ის რეალობა, რის წინაშეც იძულებით გადაადგილებული პირები დგანან და საზოგადოების მისამართით გზავნილი გააკეთა.

გარკვეული დროის განმავლობაში, თავს ვიკავებდი დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით, საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვისგან. თუმცა, გადავწყვიტე, რომ Dianews. ge-სთვის მომეყოლა, დღევანდელ მდგომარებაზე. ეს ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს და ზოგადად მთელ ქართულ საზოგადოებას.

ჩემი თვალით დანახულ პრობლემებს შორის საპატიო ადგილზეა, გაზრდილი კომუნალური გადასახადები. საშეღავათო სუბსიდიები. დასაქმების, დემოგრაფიულ, სოციალურ პროექტებში დევნილების ნაკლებად ჩართულობა - ან სრული იგნორი. ამ სეგმენტის ჯანმრთელობის პრობლემები - მედიკამენტებით დახმარების გაუქმება. ეს არის მოკლე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი. რომლის გადასაჭრელად დევნილებს, სოციალურად დაუცველებს ან მრავალშვილიან ოჯახებს ესაჭიროვებათ დინამიური თანადგომა და მხარდაჭერა. ამაში დახმარება უნდა გაუწიოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

მინდა დიდი გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დევნილებს საკუთარი კუთხისა და სახლ-კარის დატოვების შემდეგ, დღეს მძიმე ეკონომიური პრობლემების დაძლევაც საკუთარი ძალებით უწევთ.

წარმომიდგენია, რამდენად ძნელია სამსახურის სკამზე მჯდომი და კარგი ხელფასის მქონე პირებისთვის იმის დაჯერება, თუ რა გაუსაძლისია ყოველდღიურად ფინანსური პრობლემის გადაჭრა. ვინაიდან ყველა ცხოვრებისეული მოთხოვნილების დაკმაყოფილება დღეს ფინანსებთან არის მჭიდრო კავშირში. ამ დროს კი, როდესაც უმუშევართა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ქვეყნის მასშტაბით ძვირდება, ყველა სახის საკვები პროდუქტის ღირებულება, ასევე კომუნალური გადასახადები, ვფიქრობ, მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნდა შემუშავდეს გარკვეული კონცეფცია, ვინაიდან ქვეყანას, რომელსაც ყავს ეკონომიურად ძლიერი საზოგადოება, ავითარებს ეკონომიკას.

ყველაზე მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა. რის გამოც ქვეყნიდან ყოველდღიურად მიდიან ახალგზარდები. რაღად გვინდა ომი? უომრად გავრბივართ ქვეყნიდან სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით. ნებით ვემონებით უცხოელებს. ხომ შეიძლება ქვეყნის შიგნის განხორციელეს მასობრივად სხვადასხვა სახის სოციალური საგრანტო პროექტი, რაც ამოწევს სასტარტო ეტაპზე. შესაძლებლობას მისცემს მცირე ან საშუალო ბიზნესის დაწყების მსურველებს. ამ მხრივად სრული იგნორი აქვთ დევნილებს.

მინდა ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს შევეხო.გარკვეულ ეტაპზე, როდესაც დონორები აცხადებდნენ საგრანტო კონკურსს არის თანადაფინანსების 20- % ან 30 -%. ან სულაც გართულებული საგრანტო სტანდარტი. გასაგებია, რომ თანადაფინანსების მიზანია ბენეფიციარის მხრიდან ბიზნეს გეგმის განხორციელებისთვის მაღალი ნდობის და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულების გამოხატვა, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ნახევარზე მეტი დევნილთა სეგმენტიდან სწორედ ამ ბარიერის გამო ვერ იღებს მონაწილეობას. მათ არ შესწევთ ძალა თანამონაწილეობის თანხის ნაწილში მიიღონ მონაწილეობა. ვფიქრობ ამ სეგმენტისთვის 100 -% გრანტი უნდა იყოს გამოყოფილი და რისკის კონტროლისთვის სხვა პრევენციები უნდა იქნეს შემუშავებული. ამ გზით მეტ დაინტერესებას და მაღალ ჩართულობას მივიღებთ შედეგად.

არანაკლებ მტკივნეულია დემოგრაფიული საკითხი. ჩვენი ქვეყანა ამ პრობლემის წინაშე, ყველაზე რთულ- სისხლისმღვრელი ომის დროსაც არ მდგარა. რატომ არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, თუნდაც, რაღაც სტანდარტით შემუშავდეს რეგულაცია, რომ ყოველ 3 -ე ბავშვზე დაენიშნოთ, მინიმუმ 200 ლარი სრულწლოვან ასაკამდე. ეს მიზერული თანხა ყველაფრით ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ გარკვეული ფორმით, მაინც დაეხმარება ოჯახის მწვავე პრობლემებს.

ამ სახის ინიციატივების შეუშავებაზე უნდა მუშაობდეს კონკრეტული გუნდი. გული მწყდება, რომ დღეს აბსოლუტურ გულგრილობას იჩენს დევნილების მიმართ, როგორც საჯარო ისე არასამთავრობო სექტორი.

სახელმწიფო ეხვეწება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, ცამოვიდნენ და უფასოდ მიიღონ უმაღლესი განათლება, დევნილ სტუდენტებს კი, ერთი თეთრით არ აფინანსებენ.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ სრული უგულვებელყოფის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იქნება ეს დევნილი, სოციალურად დაუცველი თუ “ჩვეულებრივი“ სტატუსის მოქალაქე, საკუთარი ნებით წლობით გარბის საქართველოდან. ხოლო ჩვენს მიწაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მიგრანტების ჩამოსახლებაზეა საუბარი.

ვხედავ, რომ ჟირინოვსკის ოცნება ფრთებს ისხამს. ,,საქართველო ქართველების გარეშე“-ო აი საით მივყავართ საქართველოში საზოგადოების პრობლემების უგულებელყოფას. ქართველების გადაშენების და დარჩენილი ნაწილის ჩინელების, თურქების და სხვათა დამონებას საკუთარ ქვეყანაში.

მინდა ამ ჩემი სუბიექტური წერილით, არსებული პრობლემების სიმწვავე მეტად გააცნობიერონ და არ დახუჭონ თვალი, ხელი შეუწყონ დევნილების დასაქმებას, შეისწავლონ მათი პრობლემები, უმრავლესობა საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას და ამ მხრივ, რომ მაინც შეუმსუბუქონ მდომარეობა მნიშვნელოვანია. დღეს მედიკამენტების ფასი თითქმის გასამმაგდა. წინა წლებში არსებობდა გარკვეული სახის საშეღავათო სუბსიდიები- კომუნალურ გადასახადებზე, დღეს კი არანაირი შეღავათი! ხან ვფიქრობ, ამ კატეგორიის გულგრილობა, ხომ არ არის სასჯელი საზოგადოებისათვის, მაგრამ რითია გამოწვეული ვერ ვხვდები.

მუდმივად ვცდილობ, მოვერიდო მწვავე ფორმით კრიტიკულ მიდგომებს, მაგრამ დღეს აზრი ეკარგება ჩემთვის ამის გათვალსიწინებას. მხოლოდ შეგნებულ დუმილს აქვს ფასი. დღეს ჩვენი საზოგადოების მძიმე მდგომარეობას არ უხება დუმილი! მათ პრობლემებს კი, უგულებელყოფა. ეს უკვე საკმარისზე მეტია!

წერილის ავტორი: ნინო ოქროპირიძე

რედაქტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია