საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


თემურ მანველიშვილს სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

personuser access_time11-02-2019, 12:17


გორის რაიონულ სასამართლოში დღეს თემურ მანველიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს.
გორის მერიის მაღალჩინოსანს 5 ათას-ლარიანი გირაო შეუფარდეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. მანველიშვილი თავდებობას ითხოვდა.

გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ მანველიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა ჩამოამხო.

პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ 16 იანვარს ცნეს. მანველიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 8 თებერვალს მიიღო. პროკურატურამ კი, ბრალი 9 თებერვალს წაუყენა. სასამართლო სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა დაზარალებული გიგა მაქარაშვილი, რომელიც მანდატურებმა სხდომაზე არ შეუშვეს.

ავტორი:თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია