საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა

personuser access_time11-02-2019, 15:21


აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ შენაჰენი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა. პენტაგონის ხელმძღვანელი ქაბულში პრეზიდენტ აშრფა ღანისთან და ამერიკელ სამხედროებთან გეგმავს შეხვედრას.

პატრიკ შენაჰენის ვიზიტი ავღანეთში თალიბებთან დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ შედგა.

შეგახსენებთ, თალიბანი უარს აცხადებს მოლაპარაკებებში ავღანეთის მთავრობის მონაწილეობაზე, რადგან არალეგიტიმურად მიიჩნევს მას.
ქაბულში მედიასთან საუბრისას პატრიკ შენაჰანმა თალიბებთან მოლაპარაკებებზე ავღანეთის მთავრობის დასწრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ავღანელებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქვეყანა მომავალში. საუბარია არა აშშ-ზე, არამედ ავღანეთზე“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა.
скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია