საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


თეა წულუკიანი - სააკაშვილის და მისი გუნდის მოვალეობა იყო, მოესმინათ განსხვავებული აზრი, მაგრამ ეს მათი სტილი არ არის, იმავე მეთოდებით ცდილობენ საკუთარ მოქალაქეებთან ბრძოლას

personuser access_time12-02-2019, 12:55


საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს განსხვავებული აზრი, როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე უცხოეთში, მით უმეტეს, როდესაც ეს უცხოეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, ბელგია და მისი ერთ-ერთი ქალაქი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლიეჟში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომელსაც ემიგრანტების ნაწილი ვერ დაესწრო.

წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და შეხვედრის ორგანიზატორების მოვალეობა იყო, მოესმინათ განსხვავებული აზრისთვის, თუმცა, იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ეს მათი სტილი არ არის.

„ვფიქრობ, სააკაშვილის, მისი გუნდისა და ორგანიზატორების მოვალეობა იყო, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო განსხვავებული აზრი, მისთვის მოესმინათ ან თუ არ მოუსმენდნენ, შემწყნარებელი პოზიცია მაინც ჰქონოდათ, მაგრამ, როგორც ადრეც ითქვა, მათი სტილი არ არის განსხვავებული აზრის მოსმენა, შეწყნარება. ნათლად ვნახეთ, რომ ისევ იმ მეთოდებით ცდილობენ საკუთარ მოქალაქეებთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის ჩახშობას და დაუშვებელი მეთოდების გამოყენებას. რა თქმა უნდა, ეს მათთვისვე არის საზიანო. შესაბამისად ბევრი არაფერი შეიძლება ითქვას, რადგან აბსოლუტურად არასერიოზული და მიუღებელი მოვლენები ვიხილეთ მათი მხრიდან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, ხომ არ იყო ემიგრანტების ნაწილის შეხვედრაზე მისვლა საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, იუსტიციის მინისტრი ასე არ მიიჩნევს და ოთხი წლის წინ კიევში მის ვიზიტს იხსენებს, სადაც მინისტრის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციის გასამართად აქტივისტები თბილისიდან ჩაიყვანა.

„არ ვფიქრობ, რომ ასეა, მაგრამ მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს, უფლება აქვს, გადაადგილდეს, ჩავიდეს და გამოხატოს განსხვავებული აზრი. მაგალითად, როდესაც მე გახლდით ოთხი წლის წინ ოფიციალური ვიზიტით კიევში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისიდან ჩამოიყვანა აქტივისტები, ჩემთვის აქცია რომ გაემართათ. მე ეს აბსოლუტურად ბუნებრივად მივიღე, როდესაც ჩამოვიდნენ თბილისიდან აქტივისტები, რომ ჩემთვის კიევში მოეხსენებინათ თავიანთი განსხვავებული აზრი და მაშინ მათ წინააღმდეგ წიწაკა და სხვა დაუშვებელი მეთოდები არ გამომიყენებია, რადგან იმ ხელისუფლებას ვეკუთვნი, ვისთვისაც მთავარი ღირებულებაა სხვისი აზრის მოსმენა, რაც არ უნდა მიუღებელი ან უსიამოვნო იყოს ეს აზრი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, ეს სწორედ ის უფლებებია, რომლის დასაცავადაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში, 10 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ საქართველოდან ჩასული ლიდერები და აქტივისტები.

შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია