საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდება

personuser access_time12-02-2019, 13:05


17-19 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.

დაგეგმილია შეხვედრები UNESCO-ს გენერალურ მდივანთან, სენატის პრეზიდენტთან.

იგეგმება სხვა არაერთი შეხვედრა, ასევე ინტერვიუები „ლე მონდთან“, „ფრანს 24“-თან, სხვა მედიასაშუალებებთან.

გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

20-21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება გერმანიაში.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია