შეწყალების კომისიის დაკომპლექტებამდე სალომე ზურაბიშვილმა სამი ადამიანი შეიწყალა

სტატიის ავტორი

ამ დრომდე უცნობია როდის დააკომპლექტებს საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების კომისიას.ტელეკომპანია „იმედის“ კითხვის პასუხად სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა შეწყალების სამ აქტს ხელი უკვე მოაწერა.

კონფიდენციალობის დაცვის არგუმენტით ხატია მოისწრაფიშვილს შეწყალებული პატიმრების ვინაობა არ დაუსახელებია.


„პრეზიდენტი უფლებამოსილია, კომისიის არ არსებობის შემთხვევაშიც პირდაპირი წესით შეიწყალოს პატიმარი, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი. ინაუგურაციის შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, შეწყალების სამ აქტს მოაწერა ხელი, პირდაპირი წესით. რაც შეეხება კომისიას, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх