საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


საქართველოს პრეზიდენტი ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციად აფასებს

personuser access_time12-02-2019, 14:55


საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ხურვალეთში განვითარებული პროცესები რუსეთის მხრიდან განხორციელებული, მორიგი პროვოკაციაა, რასაც გმობს არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამის შესახებ სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

„ამას ადასტურებს ეუთოს თავჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტი საქართველოში“, - განაცხადა პრესპიკერმა.

10 თებერვალს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქათველოს პრეზიდენტს შეხვდა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა.

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუციის მომზადებას“, - აღნიშნა მოისწრაფისვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის აქტი იქნება.

ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურაზე სამუშაოები განაახლეს. კოშკურა ხურვალეთთან 6 თებერვალს დამონტაჟდა. ოკუპანტებმა იქ მძიმე ტექნიკით მიიტანეს ჯიხური, რომელიც რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსეს.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია