საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ლევან იზორია ბრიუსელში იენს სტოლტენბერგსა და როუზ გოტემოლერს შეხვდება

personuser access_time13-02-2019, 11:53


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და გენმდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერს შეხვდება.

განხილვის მთავარი თემები იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და მარტში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მასპინძლობით დაგეგმილი ნატო-საქართველოს სწავლება NATO-GEO EXERCISE 2019, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში.

გარდა ამისა, ლევან იზორია შეხვედრებს გამართავს ლიეტუვას, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

ორმხრივი შეხვედრა ასევე გაიმართება ნატო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელ ელჩთან, კეი ბეილი ჰაჩისონთან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ბრიუსელში 12 თებერვალს გაემგზავრა. 13-14 თებერვალს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს.


скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია