რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

სტატიის ავტორი

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურიდან, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრისპირა სოფელია, საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს.
"ნიუპოსტის" კორესპოდენტის ცნობით 62 წლის ემირ გოგოხია და 72 წლამდე ქამირ მიქავა ოკუპანტებმა იარარის მუქარით გადაიყვანეს ე.წ. მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
გატაცებული მიქავაგანმუხურის რწმუნებულის მოადგილის მამაა. ორივე დაკავებულს საზღვრის კვეთას ედავებიან და ოკუპირებული გალის წინასაწარი დაკავების იზოლატორში ამ წუთებში გადაჰყავთ.


როგორც „ნიუპოსტს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ორივე საქართველოს მოქალაეები დაკავებულები არიან ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით.

სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх