საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მამუკა ხაზარაძე - დაჩქარებული გამოძიება და ინფორმაციის ის გაჟონვები, თითქოს მე და ბადრის რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას

personuser access_time18-02-2019, 18:58


მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ პირველ განმარტებებს აკეთებენ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება ხელს უშლის ანაკლიის პორტისთვის საჭირო ხელშეკრულებების გაფორმებას.
"5 წელია მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფინანსო ინსტიტუტებთან და პრაქტიკულად რამდენიმე კვირის წინ, ყვალა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. რასაც ერთი წლის წინ, სწორედ ამ დროს მოვაწერეთ ხელი და ველოდებით ფინანსურ თანხმობას. საკმაოდ რთული პროცესია მაისი-ივნისის თვეში. ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მხრიდან და იმ ინფორმაციების გაჟონვებმა, რაც google-ში და საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრის კავშირი გვაქვს დანაშაულთან პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმებას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და თავმჯდომარესთან კომპანიის, რომელთანაც პარალელურად იხსნება არარსებული საქმე. ამის მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებ. ამავე დროს მინდა გითხრათ, მინდა გულწრფელი და ობიექტური ვიყო თქვენ მიმართ, რომ სახელმწიფო ამავე დროს მხარში გვიდგას. ეს ცოტა გვაშფოთებს ეს მომენტი, რომ ერთი მხრივ, ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ესეთ სახალხო განცხადებას, როცა გამოძიება დამთავრებულიც არ არის და სასამართლო დანიშნულიც არ არის ეროვნული ბანკის,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია