სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში ყველამ იცის, რამდენად ერთგული მეგობარი იყო და არის გერმანია

სტატიის ავტორი

საქართველოში ყველამ იცის, რამდენად ერთგული მეგობარი იყო და არის გერმანია და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გულში ჰყავდეს მყარი მეგობარი, რომელიც იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებლობის პირველივე წლიდან გერმანიის როლი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის.

„მადლობელი ვარ, რომ მაქვს საშუალება ვრცლად ვისაუბრო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს არის ისტორიული მეგობრობა საქართველოსა და გერმანიას შორის, რომელიც საუკუნეების მანძილზე ვრცელდება კულტურაში, განათლებაში და სახელმწიფოთა შორის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებლობის პირველივე წლიდან გერმანიის როლი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადმოგცეთ საქართველოს მოსახლეობისგან. საქართველოში ყველამ იცის, რამდენად ერთგული მეგობარი იყო და არის გერმანია და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გულში საქართველოს ჰყავდეს მყარი მეგობარი, რომელიც იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერს ძალიან მნიშვნელოვან სადამკვირვებლო მისიას, რომელიც არის ჩვენს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან საჭიროა გერმანიის მეგობრობა დღევანდელ დღეს, რადგან უნდა გავაგრძელოთ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელშიც მონაწილეობს გერმანია, როგორც საქართველოს მეგობარი სახელმწიფო.

„ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი გახდება ახალ და უფრო მაღალ ფორმატში, ამ საკითხების დაძვრა. რუსეთთან მიმართებაში ჩვენ ვიცით, რომ გერმანიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх