საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაუტოვია" - რა გახდა ქარელში 13 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი

personuser access_time22-02-2019, 12:22


ქარელის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანი გოგონას მიერ, სუიციდის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ,,დიანიუსისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. სოფლის გამგებელი, რომელშიც არასრულწლოვანი ცხოვრობს, აცხადებს რომ მოზარდის მიერ, სუიციდის მცდელობის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მისივე ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი უგონო მდგომარეობაში მამამ და მისმა რამდენიმე ახლობელმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

„ბავშვს ნერვული აშლილობა ჰქონდა და თვითმკვლელობა აქამდეც უცდია. ცოტა ხნის წინ უმკურნალეს და კარგად იყო. არ ვიცი ახლა რა მოხდა. მამამ და ოჯახის რამდენიმე ახლობელმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებულ შენობაში, სავარუდოდ აბებით ინტოქსიკაციის შედეგად , უგონო მდგომარეობაში იპოვეს. წერი დაუტოვია, გავდივარო. მე სხვა არაფერი არ ვიცი“-აცხადებს სოფლის რწმუნებული, რომლის იდენტიფიცირებასაც ჩვენ მიზანმიმართულად არ ვახდენთ.


გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინსტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია