ეკა ბესელია აცხადებს, რომ მასსა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება 2017 წელს სასამართლო რეფორმისას დაიწყო

სტატიის ავტორი

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქსოვრელის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განუცხადა, თუმცა დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობს.

ლელა ქსოვრელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაუმძიმეს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, გუშინ, დაცვის მხარეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გადაეცა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, დაუმძიმეს ქსოვრელს ბრალი.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 მარტს არის ჩანიშნული.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх