ამირან გამყრელიძე - ბოლო ორ თვეში წითელათი დაინფიცირების მაჩვენებელმა გასული წლის მონაცემებს გადააჭარბა

სტატიის ავტორი

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელათი ინფიცირების 2065 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უფრო მეტია, ვიდრე გასული წლის მთლიანი მონაცემი, 2018 წელს ინფიცირებულთა რაოდენობა 2000-ს მცირედით აჭარბებდა, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შარშან წითელათი სამი მოქალაქე გარდაიცვალა – სამივე ბავშვი, ყველა მათგანი აუცრელი იყო. წელს ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, როგორც გამყრელიძე ამბობს, მზარდი სტატისტიკის გამო, საფრთხე სერიოზულია და ეპიდემიური აფეთქების შესაჩერებლად ზომები აქტიურდება. კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს დაეგზავნა ცირკულარი, რომლებშიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედიკოსებს მოუწოდებს, გაააქტიურონ მუშაობა მოქალაქეებთან, განსაკუთრებით 20-დან 40 წლის ასაკამდე პირებთან, რომლებმაც დაზუსტებით არ იციან, არიან თუ არა აცრილი ან აქვთ თუ არა გადატანილი წითელა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დამატებით, ანუ არაგეგმიური აცრებით 90 ათასი ადამიანია აცრილი, წელს კიმ გეგმაშია 300-350 ათასამდე მოქალაქის აცრა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მხოლოდ ამ რაოდენობის შემდეგ იქნება შესაძლებელი ინფექციის გავრცელების შეჩერება.

მისივე თქმით, „იუნისეფ“-ის დახმარებით, ქვეყანაში ვაქცინების ახალი პარტიები შემოდის და ამ ეტაპზე, მარაგებში 200 ათასი ერთეული ვაქცინაა. ვაქცინაცია უფასოა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх