,,პირმა, რომელმაც „ლიბერთი ბანკი“ გაძარცვა, შემთხვევის ადგილი ყვითელი მიკროავტობუსით დატოვა" - თვითმხილველები

სტატიის ავტორი

თვითმხილველები ყვებიან, რომ პირმა, რომელმაც ნაძალადევის რაიონში „ლიბერთი ბანკი“ გაძარცვა, ყვითელ სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა და წავიდა. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც თვითმხილველები სააგენტოს უყვებიან, სავარაუდოდ ძარცვაში ერთი პირი მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, იარაღის გასროლის ხმა არ გაუგიათ.

ნაძალადევის რაიონში, „ლიბერთი ბანკი“ გაძარცვეს. შემთხვევა დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.

ამჟამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх