"არ მუშაობდა, არც გასართობად დადიოდა, მხოლოდ სწავლობდა..." - რას ყვება ახლობელი ვენაში დაკარგულ ქართველ სტუდენტზე

სტატიის ავტორი

ვე­ნა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. ანრი ლო­მი­ძე ოთხი დღის წინ და­ი­კარ­გა და მის ძებ­ნა­ში უკვე ჩარ­თუ­ლია ავ­სტრი­ის პო­ლი­ცია, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის სა­ძებ­ნე­ლად ვე­ნა­ში გა­ემ­გზავ­რა მისი დე­ი­დაც. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ნანო მღებ­რიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, ანრი ლო­მი­ძე კონ­ფლიქ­ტუ­რი არ იყო და ოჯახს მისი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

"დე­ი­და წა­ვი­და ვე­ნა­ში, სა­დაც სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დახ­ვდნენ, რომ­ლებ­მაც მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რაც ან­რის მე­გობ­რე­ბის­გან იცოდ­ნენ. მე­გობ­რებს კვი­რას, შუ­ა­დღის შემ­დეგ არ უნა­ხავთ ანრი. არც ის უთ­ქვამთ, რომ კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და. ან­რის ნივ­თე­ბი ყვე­ლა­ფე­რი არის ად­გილ­ზე.
"არ მუშაობდა, არც გასართობად დადიოდა, მხოლოდ სწავლობდა..." - რას ყვება ახლობელი ვენაში დაკარგულ ქართველ სტუდენტზე

ბო­ლოს დედა ელა­პა­რა­კა, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში ემიგ­რა­ცი­ა­შია. ელა­პა­რა­კა შა­ბათს დი­ლით და ბავ­შვმა უთხრა, რომ გა­მოც­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და მე­ცა­დი­ნე­ობ­და. შემ­დგომ, სა­ღა­მოს ისევ გა­და­უ­რე­კა დე­დამ და ვი­დე­ოთ­ვა­ლი ჩა­არ­თვე­ვი­ნა, აინ­ტე­რე­სებ­და რო­გორ იყო შვი­ლი. ნახა, რომ იწვა. არც მა­შინ არა­ფე­რი უთ­ქვამს ან კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და, ან რა­ი­მე. ზო­გა­დად, არ ამ­ბობ­და, რომ ცუდი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, ვის მე­ზობ­ლა­დაც ცხოვ­რობ­და.

რომ ით­ქვა ქარ­თვე­ლებ­თან მი­ვი­დაო, არ არის მარ­თა­ლი, არა­ვის ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და, არ არის ასე­თი ტიპი, ყავს თა­ვი­სი სა­მე­გობ­რო და იქ წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად, არ უნ­დო­და ზედ­მე­ტი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. არ მუ­შა­ობ­და, არც გა­დარ­თო­ბად და­დი­ო­და, მხო­ლოდ სწავ­ლობ­და. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და, არ იყო კონ­ფლიქ­ტუ­რი და იქ რო­გორ შე­იც­ვლე­ბო­და? სი­ტყვა­ძუნ­წი ბი­ჭია და ვერ ვხვდე­ბით რა მოხ­და", - ამ­ბობს ლო­მი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ან­რის მშობ­ლე­ბი წარ­მო­შო­ბით ხა­რა­გა­უ­ლი­დან არი­ან და ოჯა­ხი წლე­ბია თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

"არის ვერ­სი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ არ ჩა­მო­ვი­დაო, მაგ­რამ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ოჯახ­თან და შე­უძ­ლე­ბე­ლია არ შეხ­მი­ა­ნე­ბო­და. თუ ვინ­მეს აქვს ინ­ფორ­მა­ცია, გა­მოგ­ვეხ­მა­უ­როს, ან ან­რის ყუ­რამ­დე თუ მივა, იცო­დეს რომ ოჯა­ხი ეძებს!" - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა ნანო მღებ­რიშ­ვილ­მა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх