2019 წლის “ეტალონის“ ტიტულის მოსაპოვებლად გორიდან ნატა ტოლიაშვილი იბრძოლებს

სტატიის ავტორი

პირველი საჯარო სკოლის მე-8 კლასელი მოსწავლე საქართველოს „ეტალონის“ ტიტულის მოსაპოვებლად 15 ივნისს იბრძოლებს.

შესარჩევ ტურში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 85 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გორის მერიამ მიმდინარე წლის ბოლომდე, მუნიციპალიტეტის შესარჩევი ტურის გამარჯვებულსა და მის დამრიგებელს თვეში 100 ლარიანი სტიპენდია დაუნიშნა. გარდა ამისა, გორის მერიისგან საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები გვყავს. გილოცავთ ყველას, დარწმუნებული ვარ, თქვენს სიტყვას იტყვით ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე. მერიის მხრიდან ყოველთვის იქნება წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა. ეს პროექტი ერთ-ერთია იმ სხვა პროექტებთან ერთად, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
განსაკუთრებით ვულოცავ გამარჯვებას "გორის ეტალონ მოსწავლეს" ნია ტეტუნაშვილს და მის პედაგოგს, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში 100-ლარიანი სტიპენდია გორის მერიისგან გადაეცემათ. იმედი მაქვს, რომ ნია "საქართველოს ეტალონის ტიტულს" მოიპოვებს" - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ღონისძიებას მოსწავლეები და მშობლები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტის მიზანია, ცოდნის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისება.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх