საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


IREX ტელეკომპანია “დია“-ს პირველი მედიაპარტნიორია

personuser access_time2-03-2019, 00:01


IREX 2017 წლიდან ტელეკომპანია “დია“-ს მედიაპარტნიორია. ორმხრივი თანამშრომლობის დეტალებზე “დია“-ს გენერალური დირექტორი საუბრობს.

-როგორ დაიწყო “დია“-სა და IREX-ის თანამშრომლობა?

-“2013 წლიდან ვცდილობდი უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. პირველი უცხოური, დონორი ორგანიზაცია, რომელიც ტელეკომპანია “დია“-ს მედიაპარტნიორი გახდა არის IREX. ტელეკომპანია “დია“-მ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ „საქართველოს მედიაპარტნიორობის მხარდაჭერის პროგრამაში" 2017 წელის მიწურულს გაიმარჯვა. პროგრამა ამერიკული ტელეარხის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტით ჩამოსვლისა და ტელეკომპანიის თანამშრომლების დატრენინგების გარდა, ამერიკულ ტელეკომპანია WICU - ში სტაჟირებასაც მოიცავდა“.

-რამდენ ორმხრივ ვიზიტს მოიცავდა პროექტი?

-“2018 წლიდან ამერიკელი კოლეგები “დია“-ში სულ ოთხჯერ იმყოფებოდნენ. ჩვენი წარმომადგენლები კი, სამ ეტაპად ვიყავით ჩასული. ჩვენთან ვიზიტისას მათ არხის თანამშრომლებთან ერთად იმუშავეს და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარნენ. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის საშუალება ტელეკომპანია “დია“-ს სწორედ IREX-ის მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში მიეცა. სხვათაშორის მინდა აღვნიშნო, რომ ორგანიზაციამ სიურპრიზი მოგვიწყო და სულ ახლახანს გავიგეთ, რომ მეოთხე ვიზიტი დაამატეს. ამჯერად ამერიკულ ტელევიზიაში სტაჟირებას “დია“-ს გაყიდვების სამსახურის წარმომადგენლები გაივლიან. მათი გამგზავრება 10 მარტსაა დაგეგმილი“.

- რას ნიშნავს ტელეკომპანია “დია“-სთვის IREX-თან თანამშრომლობა?

“წლების განმავლობაში ვცდილობდით დონორის მოძიებას, რომელიც “დია“-ს მედიაპარტნიორი გახდებოდა. ვწერდით პროექტებს, ვავსებდით საგრანტო განაცხადებს, თუმცა, საკმაოდ რთული მათი დაინტერესება, განეხორციელებინათ ინვესტიცია ჩვენთან. სწორედ IREX-მა მოგვცა შანსი, საკუთარი მაქსიმუმი გამოგვევლინა. ამის შემდეგ კი სხვა პროგრამებში გამარჯვება აღარ გაგვჭირვებია. სულ ახლახანს გავიმარჯვეთ Deutsche Welle-ს მიერ გამოცხადებულ მედიაკონკურსში“.

-პროექტი, რომლის ფარგლებშიც IREX და ტელეკომპანია “დია“თანამშრომლობენ, ვის მიერაა დაფინანსებული?

-პროექტი ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ტელეკომპანიის მთელი გუნდის სახელით, მადლიერება გამოვხატო ორგანიზაციის მიმართ, რომელიც პირველი დაგვიდგა მხარში- ამას ხშირად ვახსენებ, რადგან, უცხოელების დასაინტერესებლადჩვენ რთული გზა გავიარეთ. ჩვენთვის ამერიკელებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. მათ ჩვენს თანამშრომლებს მისცეს საშუალება ცოდნა გაეღრმავებინათ და საჭირო უნარები გაეუმჯობესებინათ“- განაცხადა ტელეკომპანია “დია-ს გენერალურმა დირექტორმა მაია ტატულაშვილმა.

ავტორი: თათია გოგოლაძე

скачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია