საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ევროვიზიაზე საქართველოს სახლით ოთო ნემსაძე იმღერებს

personuser access_time4-03-2019, 08:30


პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.

ფინალური შოუზე ხმათა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – 234 383 ხმა, რომლის 44,13 პროცენტი ოთო ნემსაძემ მიიღო.

გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზე იყო დამოკიდებული – პირველი არხის მაყურებლებმა ის სატელეფონო ზარებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ფეისბუქმესენჯერით გამოავლინეს.

ავტორი:თათია გოგოლაძე
скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია