საქართველოში 4-6 მარტს ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს

სტატიის ავტორი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 მარტს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7 მარტს კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 4-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი,7 მარტს კი, დღისით იწვიმებს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსამდე დაიკლებს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх