საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის კონსორციუმის მიერ ხელშეკრულების შესრულების პრობლემები 2017 წლიდან დაიწყო

personuser access_time11-03-2019, 12:02


საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი ანაკლიის პორტის კერძო კომპანიის მიერ აშენება და შესაბამისად, სახელმწიფო არ აპირებდა პროექტში ფინანსურ მონაწილეობას.

ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„სახელმწიფოს პორტამდე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიყვანის ვალდებულება ჰქონდა აღებული. ასევე, დაახლოებით 60 მილიონი ლარი მოხმარდა მიწების გამოსყიდვას. ეს მიწები უკვე გადაეცა კონსორციუმს. აღნიშნული ვალდებულებაც უკვე შეასრულა სახელმწიფომ ანუ მას ანაკლიის პროექტში უკვე ინვესტირებული აქვს ეს თანხა. პროექტში სხვა ფინანსური მონაწილეობის ინტერესი სახელმწიფოს არ ჰქონია და ეს გაცხადებული იქნა თავიდანვე“, – აღნიშნა მან.

ვიცე-პრემიერის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მიიღო მონაწილეობა და კონკურსის პირობებს დათანხმდა. თუმცა, გამარჯვებულად გამოცხადებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში, კონსორციუმმა მიმართა მთავრობას ხელშეკრულების შეცვლილი პირობებით გაფორმების თხოვნით, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფდა სრული დაფინანსების მოძიებას და საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან პროექტში დამატებითი მონაწილეობა.

„სწორედ ამ მომართვის შედეგია გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ბიუჯეტის დაფინანსებით ამ პროექტში დამატებითი 100 მილიონი დოლარით მონაწილეობას. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც კონკურსს ერთი პირობით აცხადებ, გყავს გამარჯვებული და მერე ხდება პირობების შეცვლა, კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს. როდესაც კაბალურ პირობებზე ვსაუბრობთ, კონკურსი გამოცხადებული იყო იმ პირობით, რომ სახელმწიფოს არანაირი ფინანსური მონაწილეობა არ უნდა ჰქონოდა ამ პროექტში, გარდა მიწების გადაცემისა და გზის და რკინიგზის მიყვანისა. სანამ გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო უკვე დათანხმდა კონსორციუმს ახალ პირობებზე. კონსორციუმი იღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას 2014-დან 2016 წლის განმავლობაში და რატომღაც კონსორციუმის გამარჯვებულად დასახელების მერე ხდება ეს პირობა კაბალური“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, აქვს სურვილი, ანაკლიის პროექტი შესრულდეს. მისი განმარტებით, პროექტის შესრულების პრობლემები 2017 წლიდან დაიწყო, თუმცა ამაზე აქამდე არავინ საუბრობდა, კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სრული დაფინანსების – 600 მილიონი დოლარის მოზიდვა 2017 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო, მაგრამ 2017 წლის ბოლოს ამ ვალდებულების შესრულება გადავადდა 2018 წლის 31 დეკემბრამდე. როგორც მინისტრმა განაცხადა, არც 2017 და 2018 წლის ბოლოს ვალდებულება არ შესრულებულა და 2018 წლის ბოლოს კიდევ ექვსი თვით გადავადდა.

მისივე თქმით, კონსორციუმს არაერთხელ გადაუვადდა, როგორც დაფინანსების, ისე მშენებლობის დაწყების ვალდებულება.

„ჩვენ ნაწილობრივ სიმართლეს ვისმენთ კონსორციუმის მხრიდან. ხელშეკრულებით ყველა პირობაა გაწერილი. გაწერილია, რას ნიშნავს სამუშაოების დაწყება. სამუშაოები, რომელიც არის განხორციელებული მოსამზადებელი ტიპის სამუშაოებია. დაღრმავების პირველი ეტაპის სამუშაოები გამოყვანილი იქნა ძირითადი სამუშაოებიდან და ჩვენც დავეთანხმეთ ამაზე კონსორციუმს, რათა სამუშაოები დაეწყოთ და არ მიგვეღო კიდევ უფრო დიდი ჩამორჩენა. ეს უფლება მივეცით დამატებითი 20 მილიონი დოლარის გარანტიის წარმოდგენის გარეშე. თუმცა, დღეს გვაქვს ვითარება, როცა ჯერ არ არის დასრულებული სრული საპროექტო დოკუმენტაცია და მათივე განცხადებით, კონკურსი აქვთ გამოცხადებული კონტრაქტორის შერჩევაზე. კონტრაქტორიც 2017 წლის ბოლოს უნდა შერჩეულიყო, მერე 2018 წლის ბოლოს და შემდეგ უკვე მარტის ბოლოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით კონსორციუმის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პროექტი ბოლომდე მიიყვანოს. თუმცა, მინისტრი ამბობს, რომ კონსორციუმს გრაფიკთან დაკავშირებით ჩამორჩენა აქვს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია